Sakhli Parnavazze

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ეს პოლიტიკა ვრცელდება sakhliparnavazze.ge-ზე განთავსებულ განაცხადის ფორმებზე. მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია შპს გუმბათი სეილსი. საკონტაქტო ელფოსტა: welcome@gumbati.ge.

განაცხადის განხილვისა და თქვენთვის პასუხის გასაცემად ვამუშავებთ თქვენს სახელს, საკონტაქტო მონაცემებს, არჩეულ საკომუნიკაციო არხსა და განაცხადში მითითებულ ინფორმაციას, მათ შორის არჩეული ბინის მონაცემებს, თუ ბინა აირჩიეთ. თუ განაცხადს სარეკლამო ბმულიდან აგზავნით, შესაძლოა განაცხადს დაერთოს ბმულის კამპანიის პარამეტრები (UTM), რათა გავიგოთ, საიდან მოგვმართეთ. განაცხადის განხილვისა და პასუხის გაცემის საფუძველია თქვენი თანხმობა. მიმართვის წყაროს აღრიცხვის საფუძველია ჩვენი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი, გავიგოთ, რომელი კამპანიებიდან შემოდის განაცხადები. სავალდებულო ველები ფორმაში მონიშნულია. მათი შევსების გარეშე განაცხადს ვერ გამოგვიგზავნით. ამ ფორმით მიღებულ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგისთვის არ ვიყენებთ.

განაცხადებს Bitrix24-ის მეშვეობით იღებს გუმბათი სეილსის გაყიდვების გუნდი. პორტალსა და API-ს ჩვენი დავალებით ემსახურება შპს დინოვიო (საიდენტიფიკაციო კოდი 445673085). მის ტექნიკურ გუნდს განაცხადებზე წვდომა აქვს სისტემის მომსახურებისთვის. განაცხადის საკონტაქტო მონაცემები ინახება Hetzner Online GmbH-ის მონაცემთა ცენტრში, ფალკენშტაინში, გერმანიაში. მონაცემებზე წვდომა გაყიდვებისა და ტექნიკურ გუნდებს საქართველოდან აქვთ. გერმანია შეტანილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ოფიციალურ სიაში.

განაცხადის ფორმის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად API იყენებს ვიზიტორის IP მისამართს მოთხოვნების სიხშირის შესაზღუდად. შპს დინოვიოს სისტემაში ვიზიტორის საწყისი IP მისამართი არ ინახება. IP მისამართიდან მიღებული ჰეში მოთხოვნების სიხშირის აღრიცხვის ცხრილში ინახება 2 დღე, ხოლო მოთხოვნების ჟურნალში 90 დღე. ფორმის მოთხოვნები გადის Cloudflare-ის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მათ ჩვენს API-ს გადასცემს. მოთხოვნების სიხშირის შეზღუდვის საფუძველია ჩვენი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი, დავიცვათ ფორმა ბოროტად გამოყენებისგან.

განაცხადის მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმ ხნით, რაც საჭიროა განაცხადის განსახილველად და თქვენთვის პასუხის გასაცემად. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ, ან თუ განაცხადის განხილვა აღარ გრძელდება და მონაცემები ამ მიზნისთვის აღარ გვჭირდება, მათ ვშლით ან ვაუპიროვნებთ. თუ მონაცემთა შემდგომი შენახვა აუცილებელია ხელშეკრულების შესასრულებლად ან კანონით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად, მხოლოდ ამისთვის საჭირო მონაცემებს ვინახავთ შესაბამისი ვადით. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების შესახებ, მონაცემებზე წვდომა და ასლი, მათი გასწორება, წაშლა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა ან მონაცემების გადატანა. თუ დამუშავება თანხმობას ეფუძნება, თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. მოგვწერეთ welcome@gumbati.ge-ზე. თუ მიიჩნევთ, რომ დაირღვა თქვენი უფლებები, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან სასამართლოს.